The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დემურ გრიგოლია

დემურ გრიგოლია
დაბადების თარიღი:28 ივნისი, 1941
გარდაცვ. თარიღი:4 მარტი, 2015  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი; სანქტ-პეტერბურგის ილია რეპინის სახელობის სამხატვრო აკადემიის ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის ფაკულტეტი 1969 წელს.

1970 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (45 წელი) ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში; 1970-1973წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან არსებული მოსამზადებელი სტუდიის ხელმძღვანელი; 1972 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში საქართველოში, რუსეთში, ბალტიისპირეთში, ისრაელში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. მისი შემოქმედებიდან პორტრეტისა და პეიზაჟის ჟანრი გამოირჩევა. მხატვრის ნამუშევრები ინახება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფონდში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმსა და კერძო კოლექციებში. მხატვარი-ფერმწერი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1973-)

გააზიარე: