შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ გედენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქუთაისის ფილიალის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1975 წელს. 1967-1970წწ. მუშაობდა ქუთაისის სამონტაჟო სამმართველოში "ფოლადკონსტრუქცია" ოსტატად; 1970-1972წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქმშენინდუსტრიის" ქუთაისის N2 რკინაბეტონის ქარხანაში უფროსი ლაბორანტი იყო; 1972-1974წწ. სავალდებულო სამხედრო ობიექტების მშენებლობაზე; 1975-1977წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ქუთაისის N4 სამშენებლო ტრესტის N9 სამშენებლო სამმართველოს ინჟინერი იყო; 1977-1984წწ. მუშაობდა საბჭოთა კავშირის ელექტროტექნიკური მრეწველობის სამინისტროს ქუთაისის სამშენებლო სამმართველოს უბნის უფროსად; 1985 წლიდან მუშაობს საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს სამშენებლო-სამეცნიერო გაერთიანების დასავლეთ საქართველოს სახელოსნოში N1 უბნის უფროსად; ხელმძღვანელობს მის მიერ დაფუძნებულ შპს "კირითხუროს", რომელიც ძირითადად საქართველოს ეკლესია-მონასტრების რესტავრაციის სამუშაოებს ასრულებს; მისი მონაწილეობით რესტავრირებულია: გელათის ძირითადი ტაძარი, გელათის წმ. გიორგის ეკლესია, უბისის წმ. გიორგის ეკლესია, შესრულებულია ბაგრატის ტაძრის საბოლოო აღდგენითი სამუშაოები - დასავლეთის კარიბჭე, სამხრეთის მკლავი, აღმოსავლეთის ციტადელის კედელი; ხობის დედათა მონასტერი, სეფიეთის ეკლესია, ლიხაურის წმ. გიორგის ეკლესია, სხალთის ეკლესია, გონიოს ციხე, ნიკორწმინდა, ხოტევის წმ. გიორგის ეკლესია; 1995-2008წწ. მუშაობს ბაგრატის ტაძრის კლავების გადახურვაზე, გელათის აკადემიის სრული კონსერვაციის სამუშაოებზე, ხიმშის წმ. გიორგის ეკლესიის (მეორე საბოლოო) რესტავრაციაზე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.129-130
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |