The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოლომონ ზვანბა

სოლომონ ზვანბა
დაბადების თარიღი:1809
გარდაცვ. თარიღი:25 ოქტომბერი, 1855  (46 წლის ასაკში)
კატეგორია:ეთნოლოგი, ისტორიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დრანდა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთი.

1826 წელს პეტერბურგში სასწავლებლად გააყოლეს აფხაზთა მთავრის ვაჟს, კონსტანტინეს. 1832 წელს უნტეროფიცრის წოდებით დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი. ყირიმის ომში (1853–1856) პოლკოვნიკის ჩინით მეთაურობდა №11 შავი ზღვის სახაზო ბატალიონს, რომელმაც თურქებთან ენგურის ბრძოლის დროს მთავარი დარტყმა მიიღო და დაკარგა მეთაური – იგი ბატალიონს კონტრიერიშზე მიუძღოდა. მრავალმხრივი განათლების მქონე სოლომონ ზვანბა შესანიშნავად იცნობდა აფხაზეთის მოსახლეობას, ბუნებას. 1852–1855 წლებში გაზეთ "კავკაზში" გამოქვეყნდა მისი რამდენიმე ისტორიულ-ეთნოგრაფიული ხასიათის ნაშრომი, კერძოდ, "უბიხთა ზამთრის ლაშქრობები აფხაზეთში", "აფხაზური მითოლოგია, რელიგიური წარმოდგენები და წეს-ჩვეულებები" და სხვ. ზოგი მათგანი იმავე ხანებში ითარგმნა და გამოქვეყნდა გერმანულად. აფხაზი ისტორიკოსი და ეთნოგრაფი, რუსეთის არმიის ოფიცერი. 1845  წელს მიღებული აქვს ოქროს დაშნა მამაცობისთვის.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.- გვ.366

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1849 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • 1844 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1839 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1836 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: