შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესარიონ გეჯაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მეტეხი, კასპის რაიონი. ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე 1938 წელს, საიდანაც 1941 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. 1942-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, რომლის დროსაც გაიარა სამსახურებრივი გზა ოცეულის მეთაურობიდან დივიზიის მეთაურის მოადგილობამდე; დემობილიზაციის შემდეგ 1948 წელს დაამთავრა ინსტიტუტი; 1948-1953წწ. მუშაობდა რუსთავის სამშენებლო ორგანიზაციებში სხვადასხვა საინჟინრო თანამდებობაზე; 1954-1965წწ. პარტიულ სამუშაოზე მოღვაწეობდა; 1965 წელს დაინიშნა საქართველოს სასოფლო მშენებლობის მინისტრის მოადგილედ, სადაც მუშაობდა 1984 წლამდე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.134 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |