შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა გვაზავა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა მოსკოვის ჰიდროტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1939 წელს. ჯერ კიდევ ახალბედა ინჟინერი აქტიურად მონაწილეობდა წულიკიძის (ამჟამად ხონის) ჩაის ფაბრიკის მშენებლობაში; 1941-1945წწ. იგი მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; მან ბრძოლებით გაიარა მოსკოვი, უკრაინა, მოლდოვა, უნგრეთი, ავსტრია, ბერლინი; გამორჩეული მამაცობისათვის დაჯილდოებული იყო სხვადასხვა მედლითა და მადლობის სიგელებით; დემობილიზაციის შემდეგ იგი აქტიურად ჩაება მშვიდობიან შრომით საქმიანობაში; სხვადასხვა დროს მუშაობდა ბათუმისა და ტყიბულის რაიონის სოფ. ორპირის ჩაის ფაბრიკების მშენებლობაზე; იყო ზუგდიდის ტორფის ქარხნის დირექტორის მოადგილე, ინგირის ჩაის საბჭოთა მეურნეობის, ხეთის, მზიურისა და ხონის მეურნეობის მთავარი ინჟინერი; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ეკავა სამმართველოს უფროსის თანამდებობა მშენებლობისა და მომარაგების განხრით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.135 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |