შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ჭიჭინაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სოფ. დუშეთის ახალგაზრდობის სკოლა 1929 წელს. 1932-1934წწ. გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში. 1934-1948წწ. მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო ქართულ თეატრში მსახიობად. 1949-1952წწ. სანკულტურის თეატრში, 1952 წელს ქართული თოჯინების თეატრში მსახიობად და ტექნიკურ რეჟისორად. შესრულებული აქვს მრავალი მთავარი თუ ეპიზოდური როლი, რომელთაგან აღსანიშნავია: ნასყიდა, (ს. მთვარაძის და ბ. გამრეკელის "არსენა მარაბდელი"), ვეზირი (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), მუშა (გ. ნახუცრიშვილის "ლადო კეცხოველი"), ტახი (გ. გოგიჩაიშვილის "ტყის მეგობრები"), ღუტუნა ღორი, ყვინჩილა (ს. ჭეიშვილის "დაიყივლე მამალო"), ლომი (ბ. ჯაფარიძის, ც. ქიტიაშვილის "ფაფარა"), ჯადოსანი და კატა ბაზილო (ა. ტოლსტოის "ბურატინოს თავგადასავალი"), იგელი, წიგნთუხუცესი (დ. ბუზუკაშვილის "ამბავი ბრიყვი ძმობილებისა"), ფიცილა (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"), ქოსატყუილა (ჯ. ნიქაბაძის "ცანგალა"), ქურდი, მგელი (ბ. ნარეკლიშვილის "ცეროდენა"), ალი (მ. ტუბეროვსკის "უცნაური მღვიმე"), კრისტალი (ე. დანკოს "გულივერი ლილიპუტების ქვეყანაში"), გლეხი (ი. ლადას და თ. კარავაევას "ყველაფერი თავდაყირა") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.67 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |