The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ კირვალიძე

დაბადების თარიღი:1922
გარდაცვ. თარიღი:1995  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სხვაველი, ამბროლაურის რაიონი.

სწავლობდა თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში; დაამთავრა ხალხური შემოქმედების სახლთან არსებული გუნდების ხელმძღვანელთა გადასამზადებელი კურსები.

ინდუსტრიულ ტექნიკუმში ჩამოაყალიბა გუნდი, რომელშიც სამოცი მოსწავლე მონაწილეობდა; 1943 წელს ხელმძღვანელობდა თბილისის დიმიტროვის სახელობის ქარხნის მუშა-მოსამსახურეთა 150-კაციან მომღერალთა გუნდს; სამი წლის შემდეგ აბრეშუმის ფაბრიკის მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელობა დაეკისრა; მომდევნო წლებში ხელმძღვანელობდა ზოოვეტერინარული ინსტიტუტის, თბილისის სანჰიგიენის სახლის, მაუდ-კამვოლის კომბინატის, თბილისის ფეხსაცმლის გაერთიანება "ისნის" და 124-ე საშუალო სკოლის გუნდებს; ჩვიდმეტი წელი(1945-1962წწ.) საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის სოლისტ-მომღერალი იყო და პირნათლად ემსახურებოდა თავის საქმეს; 1947 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტი იყო და თავის დასთან - ელენე კირვალიძესთან ერთად ფანდურის თანხლებით ასრულებდა როგორც ხალხურ, ისე საკუთარ მელოდიებზე შექმნილ სიმღერებს; შექმნილი აქვს 50-მდე სიმღერა, რომელთაგანაც ბევრს მომღერალთა სხვადასხვა გუნდები ასრულებდნენ; მისი "მწყემსური", "მისალმება", "ქალ-ვაჟის გასაუბრება" სახელმწიფო ანსამბლის რეპერტუარში შედიოდა; "მწყემსურის" ნოტები ცნობილმა ამერიკელმა პიანისტმა ვან კლიბერნმა თან წაიღო ამერიკაში; ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 124

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • შრომის ვეტერანის ორდენი
  • საქართველოს მეექვსე საკავშირო ფესტივალი, ლაურეატი
  • საქართველოს პირველი საკავშირო ფესტივალი, ლაურეატი

გააზიარე: