Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ კირვალიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სხვაველი, ამბროლაურის რაიონი. სწავლობდა თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში; დაამთავრა ხალხური შემოქმედების სახლთან არსებული გუნდების ხელმძღვანელთა გადასამზადებელი კურსები. ინდუსტრიულ ტექნიკუმში ჩამოაყალიბა გუნდი, რომელშიც სამოცი მოსწავლე მონაწილეობდა; 1943 წელს ხელმძღვანელობდა თბილისის დიმიტროვის სახელობის ქარხნის მუშა-მოსამსახურეთა 150-კაციან მომღერალთა გუნდს; სამი წლის შემდეგ აბრეშუმის ფაბრიკის მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელობა დაეკისრა; მომდევნო წლებში ხელმძღვანელობდა ზოოვეტერინარული ინსტიტუტის, თბილისის სანჰიგიენის სახლის, მაუდ-კამვოლის კომბინატის, თბილისის ფეხსაცმლის გაერთიანება "ისნის" და 124-ე საშუალო სკოლის გუნდებს; ჩვიდმეტი წელი(1945-1962წწ.) საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის სოლისტ-მომღერალი იყო და პირნათლად ემსახურებოდა თავის საქმეს; 1947 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტი იყო და თავის დასთან - ელენე კირვალიძესთან ერთად ფანდურის თანხლებით ასრულებდა როგორც ხალხურ, ისე საკუთარ მელოდიებზე შექმნილ სიმღერებს; შექმნილი აქვს 50-მდე სიმღერა, რომელთაგანაც ბევრს მომღერალთა სხვადასხვა გუნდები ასრულებდნენ; მისი "მწყემსური", "მისალმება", "ქალ-ვაჟის გასაუბრება" სახელმწიფო ანსამბლის რეპერტუარში შედიოდა; "მწყემსურის" ნოტები ცნობილმა ამერიკელმა პიანისტმა ვან კლიბერნმა თან წაიღო ამერიკაში; ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 124 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |