The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ადიკო გვალია

ადიკო გვალია
დაბადების თარიღი:5 ოქტომბერი, 1928  (96 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მუხური, გალის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1950 წელს.

1951-1952წწ. მუშაობდა ზუგდიდის სარემონტო კანტორაში სამუშაოთა მწარმოებლად; 1952-1957წწ. სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო-სარემონტო კანტორაში - მშენებელ ინჟინრად; 1957-1969წწ. ზუგდიდის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კომუნალურ განყოფილებაში - მთავარ ინჟინრად; 1969-1971წწ. ეგურჰესის მშენებლობაზე - მთავარი სამმართველოს სახელშეკრულებო-სახარჯთაღრიცხვო განყოფილების უფროსად; 1971-1999წწ. ენგურჰესის სამოქალაქო და საბინაო მშენებლობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1999 წლიდან ხელმძღვანელობდა ამავე სამმართველოს; უშუალოდ ხელმძღვანელობდა ქ. სოხუმის სამოქალაქო თავდაცვის კაპიტალური ბუნკერის (პიონერთა პარკის ტერიტორიაზე) მშენებლობას; აქტიურად იყო ჩართული სოხუმში, გალსა და კინდღში საცხოვრებელი სახლების, ასევე, ცენტრალური საქვაბე მეურნეობის (თავისი თბოქსელით), კანალიზაციის ქსელის, კაპიტალური კოტეჯებისა და კლუბის მშენებლობაში; მონაწილეობდა ტყვარჩელის თბოელექტროსადგურის რეკონსტრუქციაში და მომსახურე პერსონალისთვის მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების აგებაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.136


გააზიარე: