შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გვასალია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმისა (1962წ.) და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1973 წელს. 1966-1973წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "ორგტექმშენში" - ტექნიკოსად, ინჟინრად; 1973-1977წწ. ამავე სამინისტროს ტრესტ "მშენინდუსტრიის" თბილისის N3 რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხანაში - საამქროს მექანიკოსად, უფროსად, ქარხნის მთავარ ტექნოლოგად, მთავარ ინჟინრად; 1977 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "კურორტმშენის" ბზიფის რკინაბეტონის ნაკეთობათა ექსპერიმენტული ქარხნის მთავარ ინჟინრად; 1980 წელს, რეორგანიზაციის შემდეგ, დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "აფხაზმშენის" ბზიფის რკინაბეტონის ქარხნის დირექტორად სადაც მუშაობდა 1992 წლამდე; 1993-1995წწ. შრომითი საქმიანობის შემდეგ ეტაპზე მუშაობდა ქ. მოსკოვში საწარმო "აგრომანქანის" დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1995-1997წწ. დახურული ტიპის სააქციო დირექტორის მოადგილედ; 1997-2004წწ. იყო შპს "მამული-2000"-ის დირექტორის მოადგილე; 2004-2008წწ. დახურული სააქციო საზოგადოება "ჯეთსტროის" გენერალური დირექტორი; 2008 წლიდან არის დახურული სააქციო საზოგადოება "ჯეთ კონსტრაქშენის" დირექტორი მშენებლობის დარგში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.136-137 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |