The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სუზარი გვასალია

სუზარი გვასალია
დაბადების თარიღი:1945
გარდაცვ. თარიღი:2010  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1970 წელს.

1970-1976წწ. მუშაობდა ყაზახეთის სსრ-ის ქ. შევჩენკოში, სპეციალიზებულ სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1976-1985წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენში" უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1985-1987წწ. მივლინებით იმყოფებოდა ავღანეთის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ქალაქ ქაბულის სახლსაშენ კომბინატში სამშენებლო მოედნის მთავარ ინჟინრად; 1987-1990წწ. მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ფოთის N11 სამშენებლო ტრესტის მმართველად; 1990-1998წწ. იყო სამშენებლო ფირმის ვიცე-პრეზიდენტი; 1998-2010წწ. ფოთის ნავსადგურის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მთავარი ინჟინერი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.137


გააზიარე: