The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მურთაზ გიორგაძე

მურთაზ გიორგაძე
დაბადების თარიღი:8 აგვისტო, 1945
გარდაცვ. თარიღი:2014  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ციხესულორი, ვანის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1968 წელს.

1969-1978წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშერნსახპროექტში" - ინჟინრად, უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად, სექტორის უფროსად; 1978-1982წწ. ამავე ინსტიტუტში სამშენებლო ტექნოლოგიებისა და არასტანდარტულ ნაკეთობათა განყოფილების უფროსად; 1989-2005წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშერნსახპროექტში" მთავარ სპეციალისტად; 2005 წელს იყო დარგობრივი პროფკავშირის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი; წლების განმავლობაში საქართველოს რეგიონებსა და მის ფარგლებს გარეთ მონაწილეობდა ადმინისტრაციული შენობების, საცხოვრებელი კვარტლების, დასასვენებელი და გამაჯანსაღებელი კომპლექსების, სამედიცინო დაწესებულებებისა და სხვა მნიშვნელოვანი სამოქალაქო ობიექტების დაპროექტებაში; მიღებული აქვს სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდო.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.144

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დარგობრივი პროფკავშირი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2010-)
  • თბილისის საქალაქო საბჭოს ორჯონიკიძის რაისაბჭოს აღმასკომი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1982-1989)
  • თბილისის საქალაქო საბჭოს ორჯონიკიძის რაისაბჭოს აღმასკომის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისია, თავმჯდომარე
  • საქართველოს არქიტექტურის, მშენებლობისა და საშენ მასალათა მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი, თავმჯდომარის მოადგილე (2000-2005)
  • საქართველოს არქიტექტურის, მშენებლობისა და საშენ მასალათა მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი, თავმჯდომარე (2005-2010)
  • საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, აკადემიკოსი

გააზიარე: