The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სანდრო გლურჯიძე

სანდრო გლურჯიძე
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე გლურჯიძე
დაბადების თარიღი:17 დეკემბერი, 1940
გარდაცვ. თარიღი:1989  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო ჯერ კიდევ სტუდენტმა და განვლო პროფესიული საქმიანობის სანიმუშო გზა რიგითი მშენებელი ინჟინრიდან მინისტრის პოსტამდე. 1962-1972წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტებში - "საქსოფლმშენსახპროექტსა" და "ორგენერგომშენში"; 1972-1974წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1974-1976წწ. ამავე ტრესტის მმართველის მოადგილე; 1976-1979წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N6 ტრესტის მმართველი; 1979-1986წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის მინისტრის მოადგილე; ხოლო ორი სამშენებლო სამინისტროს გაერთიანების შემდეგ გაერთიანებული უწყების მინისტრის მოადგილე; 1986 წელს დაინიშნა საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგის პირველ მოადგილედ; 1987 წელს აირჩიეს საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მდივნად და განყოფილების გამგედ; 1988-1989წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის მინისტრად; იყო არაერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრი; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.147-148

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს უმაღლესი საბჭო, დეპუტატი

გააზიარე: