The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გოგელია

გიორგი გოგელია
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1934
გარდაცვ. თარიღი:2011  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ფაკულტეტი 1957 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის სამმართველოს უფროსად, ამავე სამინისტროს N15 ტრესტის რკინაბეტონის ქარხნის დირექტორად; იყო ტრესტ "სპეცმშენის" მთავარი ინჟინერი, მმართველი, გაერთიანება "თბილწყალკანალის" უფროსი და სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქგაზმშენის" მმართველი; დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში მსხვილპანელიანი ბინათმშენებლობის განვითარების საქმეში; მისი ხელმძღვანელობით აშენდა "თბილისი-რუსთავის" საკანალიზაციო ჩამდინარე წყლების რეგიონული, ბათუმის, ქუთაისის, ფოთის, სოხუმის გაწმენდი ნაგებობების კომპლექსები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.148-149


გააზიარე: