შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვენედიქტე გოგიჩაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ამიერკავკასიის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1935 წელს. 1942 წლამდე მუშაობდა აღსტაფის სალიანდაგო დისტანციაში გზის ოსტატად; 1942 წლიდან ქუთაისის სარკინიგზო უბნის უფროსის მოადგილედ; 1945-1959წწ. გაგრის სალიანდაგო დისტანციის უფროსად; 1950-1958წწ. ხაშურის სალიანდაგო დისტანციის უფროსი იყო; 1958 წელს გადაყვანილ იქნა ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის საკავშირო ტრესტში ხიდების მშენებელი მატარებლის უფროსად; 1963 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის სარკინიგზო ლიანდაგის სამსახურის უფროსის მოადგილედ; 1966 წლიდან კი ამიერკავკასიის რკინიგზის ლიანდაგის სამსახურის უფროსად; 1981 წლიდან მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "საქნაპირდაცვაში", სადაც 1993 წლამდე ხელმძღვანელობდა მეცნიერულ კვლევათა შედეგების მშენებლობაში დანერგვისა და კაპიტალური მშენებლობის განყოფილებას; ემსახურებოდა საქართველოს ზღვისა და მდინარეების ნაპირების წარეცხვისგან დაცვის საქმეს; 1993 წლიდან მუშაობდა საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტში ტექნიკური განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.152; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.157 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |