The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ხავთასი

გრიგოლ ხავთასი
დაბადების თარიღი:15 ოქტომბერი, 1903
გარდაცვ. თარიღი:მაისი, 1990  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დვაბზუ, ახლანდელი ოზურგეთის რაიონი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში. 1961-1985წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის კათედრის გამგე. იგი ავტორია შრომებისა ძველი და ახალი პერიოდის გერმანულ ლიტერატურაში. მათგან მნიშვნელოვანია: "ნიბელუნგების არქიტექტონიკა" (1936), "გოეთე და რევოლუცია" (1937), "ნარკვევები გერმანული ლიტერატურის ისტორიიდან" (ტ. I -1953, ტ II-1965), ჰაინრიხ ჰაინეს "ხელოვნების თეორია" (1962), "ნარკვევები გერმანული კლასიკური ლიტერატურიდან" (1975), "წერილები გერმანულ ლიტერატურაზე" (1977), "შუა საუკუნეების გერმანული ლიტერატურა" (1980); ეკუთვნის სხვა მრავალი ნარკვევი, სტატია, კრიტიკული წერილი. თანაავტორია "საზღვარგარეთული ლიტერატურის ისტორიისა" (1-2 ტ., ავტორთა ჯგუფი, 1959, 1985). მონაწილეა დიდი სამამულო ომისა. მიღებული აქვს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I ხარისხის სამეცნიერო პრემია (1953, 1965). ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(1949), პროფესორი(1953).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.413

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის კათედრა, გამგე (1961-1985)
  • სკკპ , წევრი (1930-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1956 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: