შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფარსმან სონღულაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიღომი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1948 წელს. 1948- 1965 წლებში მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ხოლო 1965 წლიდან კი მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მოამბე ( ა. ყაზბეგის "მოძღვარი"), იაკობ გომარელი (ვ. გაბესკირიას "ახალი წლის ღამე"), კლეშჩი (მ. გორკის "ფსკერზე"), ზაქ-ბერიკა, დაუნა (ლ. გოთუას "სამსახეობა რაინდისა" და "მეფე ერეკლე"), გორნოსტაევი (კ. ტრენიოვის "ლიუბოვ იაროვაია"), ყაჩაღი ხოჯა (გ. ნახუცრიშვილის "შაითან ხიხო"), ილია (გ. მდივნის "ვარდო"), დათუნა ჩივაძე (უ. ჩხეიძის "გიორგი სააკაძე"), როდამიშვილი (დ. კლდიაშვილი "ირინეს ბედნიერება"), ირაკლი მექვაბიშვილი (ი. მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"), პიერო(ა. ოსტროვსკის "ლამაზი მამაკაცი"), არჩილი (კ. ბუაჩიძის "ვარდი ასფურცლოვანი") და სხვ. მსახიობი ასევე გადაღებულია კინოფილმებში: "კეთილი კაცი - "ობოლა" (ერთხელ შაქრიანში)" (1985), "ყვითელი ჩიტი" (1983), "ბერიკაცები" (1975), "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" (1965), "გამსვლელი პაიკი" (1970), "აბეზარა" (1956), "ქალის ტვირთი" (1957). წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1993.- გვ.14; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.302 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |