The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თედო წეროძე

Date of birth:13 March, 1913
Date of death:1961  (at 47 years)
Category:Actor/Actress, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ფრანგული სექტორი 1940 წელს.

1936 წელს მიწვეულ იქნა მსახიობად თბილისის მუშა-ახალგაზრდობის თეატრში, სადაც ითამაშა წამყვანი როლები: ივანოვი(ძმ. ტურებისა და ლ. შეინინის "პირისპირ"), მიხო(ი. გედევანიშვილის "მსხვერპლი"), ბაგიროვი(ვოდოპიანოვის "ოცნება"), კონდახა(კ. გოგიაშვილის "მეწყერი"); 1938 წელს დაინიშნა ჩოხატაურის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. აქ მისი რეჟისორობით დაიდგა შ. თაქთაქიშვილის "ხალხის რჩეული", ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა", პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება", ტ. რამიშვილის "სტუმარ-მასპინძლობა"; 1940-1945 წლებში თბილისის მოზარდ-მაყურებელთა ქართული თეატრის რეჟისორია, სადაც დადგა შემდეგი სპექტაკლები: ვ. მსხვილაძის და კ. გოგიაშვილის "ვალია სოკოლოვა", ს. გოგიაშვილის "ფარავნელი ჭაბუკი", გ. ნახუცრიშვილის "პატარა მეომრები", შექსპირის "რომეო და ჯულიეტა" და სხვ., 1947-1950 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამატული წრის სამხატვრო ხელმძღვანელად: დადგა შემდეგი ნაწარმოებები: ბ. ანტონოვის "ჩვენი ახალგაზრდობა", ლ. ანთაძის, შ. დუმბაძის, გ. ჩიქოვანის "უბრალო ადამიანები", ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი", ა. ყაზბეგის  "ხევისბერი გოჩა", შექსპირის "აურზაური არაფრის გამო" და სხვ., 1949 წლიდან მუშაობდა რუსთავის კულტურის სახლში, სადაც დადგა ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები", ა. ჩეხოვის "კომედიების საღამო". სხვადასხვა წლებში თბილისის თოჯინების თეატრში დადგა ნ. ნაკაშიძისა და კ. მაჭარაძის "ბაკი-ბუკი", ხოლო ქუთაისის თოჯინების თეატრში - ქ. ხაფავას "ურჩი გია".

1952 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის  სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. განახორციელა ვ. დარასელის "კიკვიძე", კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"; 1955-1956 წლებში მარჯანიშვილის თეატრში დადგა ვ. გაბესკირიას  "ახალ წლის ღამეს" და რ. ებრალიძის "ნანა". წლების განმავლობაში პარალელურად მუშაობდა თბილისის  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, სანკულტურის და საგარეჯოს სახალხო თეატრის რეჟისორად.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1993.- გვ. 19-20


Share: