The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე გოგორიშვილი

დაბადების თარიღი:13 თებერვალი, 1913
გარდაცვ. თარიღი:1968  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიხაშხოში, ვანის რაიონი.

დაამთავრა ამიერკავკასიის სამიმოსვლო გზათა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1936 წელს.

მუშაობა დაიწყო საქართველოს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს სისტემაში; მუშაობდა ფასანაურისა და ახალციხის საგზაო-საექსპლუატაციო უბნებში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1946 წელს გადაიყვანეს ქლუხორის საგზაო-საექსპლუატაციო უბნის უფროსად; 1949 წელს დაინიშნა N731 საგზაო სამმართველოს უფროსად თბილისში; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა საავტომობილო გზების "ფასანაური-ვლადიკავკაზის", "მესხეთ-ჯავახეთის", "ქლუხორი-წებელდის" მონაკვეთები; ასევე, შემოსასვლელ-გასასვლელი გზები თბილისში, ხიდები და სხბვა ხელოვნური ნაგებობები: დიღმის ხიდი მდ. მტკვარზე (თბილისში), ხიდები მდ. ალგეთზე, მდ. ხანდოზე და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.157

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო მეგზევე
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: