შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ მარგველაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1956 წელს. 1956 წელს მუშაობა დაიწყო რუსთაველის თეატრში მსახიობად, შეთავსებით კი (1967) სადადგმო ნაწილის გამგედ, ხოლო 1971 წლიდან - დირექტორის მოადგილედ. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ძალოსანი (კ. ბუაჩიძის "ამბავი სიყვარულისა"), კაკუტა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ქავთარა (დ. გაჩეჩილაძის "ბახტრიონი"), ყარაბო (ლ. სანიკიძის "ქუთათურები"), ქარხნის მმართველი (ს. კლდიაშვილის "ქარიშხალში"), ჩასუქებული ვაჭარი, ბაყბაყდევი (გ. ნახუცრიშვილის "ფიროსმანი", "ჭინჭრაქა"), პირველი მესაფლავე (უ. შექსპირის "ჰამლეტი"), მათიასი (ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა"), იანვარა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ცომიზელია (ა. სულაკაურის "სალამურა") და სხვ. ნ. მარგველაშვილი გადაღებულია კინოფილმებში: "ძნელი დასაწყისი" (1981), "იცოცხლე გენაცვალე"(1981), "ზღაპარი"(1980), "კაცია ადამიანი" (ლუარსაბი, 1979), "სოფლის აშიკი" (1976), "გათენების წინ" (1971), "ლონდრე" (ვაჭარი, 1966), "არდადეგებზე" (1962). წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1993.- გვ. 23-24; ეროვნული ფილმოგრაფია : geocinema.ge; საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.54; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.528 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |