The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გეგელია

დაბადების თარიღი:26 ივნისი, 1904
გარდაცვ. თარიღი:7 თებერვალი, 1972  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭალადიდი, ახლანდელი სენაკის რაიონი.

დაამთავრა ფოთის გიმნაზია და შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მეორე კურსიდან სასწავლებლად წავიდა უცხოეთში. ორი წელი სწავლობდა ბერლინში, შემდეგ პარიზში. დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1932) და იქვე არსებული კრიმინალისტიკის ინსტიტუტი. პარიზშივე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

II მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მოხალისედ შევიდა საფრანგეთის არმიაში. როგორც ფრანგული, გერმანული, რუსული ენების მცოდნე ჩარიცხეს უცხოელთა ლეგიონში. ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და საზრიანობისათვის სწრაფად დაწინაურდა, მიენიჭა ვიცე-პოლკოვნიკის წოდება და დაინიშნა სამხრეთ საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის მეთაურის მოადგილედ. 1944 წელს აქტიურად ჩაება 1921 წელს საფრანგეთში გატანილი საქართველოს ეროვნული განძის უკან დაბრუნებისათვის დაწყებულ საქმიანობაში. 1948 წელს დაბრუნდა სამშობლოში. ჯერ უცხოეთთან კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოებაში მუშაობდა, შემდეგ თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ფრანგული ენის კათედრის უფროს მასწავლებლად. ეწეოდა ნაყოფიერ მთარგმნელობით მუშაობას: ფრანგულად თარგმნა კ. გამსახურდიას "ხოგაის მინდია", ფრანგულიდან ქართულად  პ. მერიმეს "შარლ IX-ის მეფობის ქრონიკა", რ. როლანის "კოლა ბრუნიონი", "ბეთჰოვენის ცხოვრება და სხვ. საფრანგეთის წინააღმდეგობის აქტიური მონაწილე. ლიტერატორი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.570

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საფრანგეთის სიმამაცის ნიშანი
  • საფრანგეთის ცეცხლის ორდენი
  • საფრანგეთის სამხედრო ჯვარი ვერცხლის ვარსკვლავით
  • საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ჯვარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: