| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ლოლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1937 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ქორეოგრაფიულ სტუდიაში. სტუდიის დამთავრებისთანავე ცეკვა განაგრძო ქალაქის ბავშვთა აქტივის სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედ წრეში. 1936 წელს ქართული ხელოვნების დეკადისათვის მზადებისას გამართულ კონკურსში გამარჯვების შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულ გუნდში მიიწვეს. 1938 წელს ილიკო სუხიშვილმა მიიწვია ქართული ხალხური ცეკვის ახლადჩამოყალიბებულ ანსამბლში. 1944 წელს იგი ჩაირიცხა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ბალეტის მსახიობად. მის მიერ შესრულებული პარტიებიდან აღსანიშნავია: ნურალი (ბ. ასაფიევის "ბახჩისარაის შადრევანი"), სატირი (შ. გუნოს "ვალპურგიის ღამე"), ინდუსის ცეკვა (დ. თორაძის "გორდა"), მთიულური ცეკვა (ს. ცინცაძის "ცისფერი მთის საუნჯე"), ნეაპოლიტანური ცეკვა (პ. ჩაიკოვსკის "გედების ტბა") და სხვა. მის მიერ დადგმულია ცეკვები: ვ. დოლიძის ოპერა "ქეთო და კოტეში", ქ. კუიბიშევში და სვერდლოვსკში (1972). საგასტროლო მოგზაურობაში იმყოფებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. 1961-1964 წლებში იყო ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ქართული ცეკვის მასწავლებელი. 1967-1969 წლებში - ამავე სასწავლებლის დირექტორის მოადგილე. 1979 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის კადრების განყოფილების უფროსი. მიღებული აქვს პრაღის მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის დიპლომი (1947), იყო უნგრეთის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (1949). წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.42; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988,.-გვ.222-223 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

