შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიქტორ ლოლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი 1950 წელს. სხვადასხვა წლებში მუშაობდა რესპუბლიკურ მეთოდ-კაბინეტში კულტ-საგანმანათლებლო მუშაობის მეთოდისტად(1950-1955), ხალხური შემოქმედების რესპუბლიკურ სახლში თეატრალური განყოფილების გამგედ(1955-1960), კულტურის სამინისტროში უფროს ინსპექტორად(1960-1963), თოჯინების ქართული თეატრის დირექტორად(1963-1965), ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრში დირექტორ-განმკარგულებლად(1965-1967), რუსთავის თეატრის დირექტორად(1967-1969), მოზარდ-მაყურებელთა ქართული თეატრის ირექტორად(1969-1980), მარჯანიშვილის თეატრის დირექტორად(1980-1983), მუსიკალური კომედიის თეატრში დირექტორად(1983-1985), კულტურის სამინისტროს "კულტპროექტის" მთავარ სპეციალისტად(1985-1986), გრიბოედოვის თეატრის დირექტორად(1986-1989). ავტორია ნაშრომებისა: "მესხის ცხოვრება და თეატრალური მოღვაწეობა", "ლეო ესაკია", "არჩილ გომიაშვილი", ვასილ პიპინაშვილი". ვ. ლოლაძეს ეკუთვნის მრავალი პიესის თარგმანი, ავტორია არაერთი საინტერესო რადიო თუ ტელგადაცემისა ქართული სცენის ოსტატებზე: გ. შავგულიძეზე, შ. ღამბაშიძეზე, გ. კუპრეიშვილზე და სხვ. თეატრმცოდნე წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1993.- გვ.36 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |