The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ გოქსაძე

ვლადიმერ გოქსაძე
დაბადების თარიღი:3 დეკემბერი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდრომშენებლობის სპეციალობით 1965 წელს.

1959-1969წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" ინჟინერ-მშენებლად; 1969-1979წწ. სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ჩერკეიჰესმშენის" კაშხლის სამშენებლო სამმართველოს ოსტატად, უბნის უფროსად და სამმართველოს უფროსად; 1976-1978წწ. მუშაობდა საიანო-შუშენსკოეს ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის მშენებლობაზე; 1979-1982წწ. მივლინებული იყო ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ხუაბინის ჰიდროკვანძის მშენებლობაზე სპეციალისტების ჯგუფის ხელმძღვანელად; 1982-1986წწ. იყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" რკინაბეტონის ქარხნის მთავარი ინჟინერი, ხოლო 1986-2000წწ. "ენგურჰესის" თაღოვანი კაშხლის მშენებლობის სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 2000-2003წწ. "ხადორჰესის" სათავე ნაგებობების მშენებლობის უფროსი; 2003 წლიდან ხელმძღვანელობდა მესტიის აეროპორტის მშენებლობას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.163-164

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

გააზიარე: