The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მზია ოქროპირიძე

მზია ოქროპირიძე
ოფიციალური სახელი:მზია მაჩაბელი
დაბადების თარიღი:6 დეკემბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:20 ოქტომბერი, 2017  (89 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის პროდუქტთა გადამუშავების ფაკულტეტი ინჟინერ - ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1950 წელს.

1954 წელს მუშაობდა  თბილისის რძის კომბინატში დიეტური ცეხის ხელმძღვანელად; 1960-1962წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ქიმიის ინსტიტუტში (ამჟამად საქ. მეცნ. აკადემიის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი) ნავთობის ლაბორატორიაში უფროს ლაბორანტად; 1962-1984წწ. საქ. მეცნ. აკადემიის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ნავთობის ლაბორატორიაში მეცნიერ თანამშრომლად; ჩართული იყო სამეცნიეო სამუშაოში, რომელიც შეისწავლიდა ახალი რაციონალური მეთოდების გამოყენებით რთული აღნაგობის  ინდივიდუალური არომატულ ნახშირწყალბადების და მათი გოგირდწარმოებულების (ნაფტალინის, ფენანტრენის, ანტრაცენის, პენტაცენის, ალკილ-არილ, ადამანტინ წარმოებულების, ბენზთიოფენის, დიბენზთიოფენის, ბენზნაფტოთიოფენის და ანტრაბენზთიოფენის გოგირდნაერთების) სინთეზს. არის 12 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის მონაწილე. იყო შრომის სოციალისტური შეჯიბრის გამარჯვებული. ინჟინერ - ტექნოლოგი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანი

გააზიარე: