The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელიზავეტა შავიშვილი

სხვა სახელი:ბუჟუჟა  (შეცვლილი სახელი)
დაბადების თარიღი:18 მაისი, 1903
გარდაცვ. თარიღი:1939  (35 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა ოზურგეთის გიმნაზია 1920 წელს.

მოწაფეობის პერიოდში მონაწილეობდა ბათუმის საბავშვო  და ოზურგეთის თეატრის წარმოდგენებში. 1922-1935 წლებში რუსთაველის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნელი (ჯ. სინგის "გმირი"), ავთანდილი (ი. გედევანიშვილის "სინათლე"), ალინა (ჰეზენკლევერის "საქმის კაცი"), პასკუალია (ლოპე დე ვეგას"ცხვრის წყარო"), ავდოტია (ნ. ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), პისტოლი (უ. შექსპირის "ვინძორის ცელქი ქალები"), ქსენია (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), მისის ო კელი (ვენეციანოვის "ჯუმა-მაშიდი"), აგალია(ხოზიკას "ხოჭოების დოღი") და სხვ. 1935 წლის 21 ოქტომბერს  ს. ახმეტელის მომხრე მსახიობებთან ერთად თეატრიდან გაანთავისუფლეს, ხოლო 1936 წელს დააპატიმრეს, გარდაიცვალა გადასახლებაში.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1993.- გვ.40



გააზიარე: