შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელენე ციმაკურიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვიშხეთი, ხაშურის რაიონი. დაამთავრა თბილისის ქალთა I გიმნაზია 1904 წელს; სწავლობდა გ. ჯაბადარის სტუდიაში 1918-1919 წლებში. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ზუბალაშვილის და ავჭალის აუდიტორიასთან მოქმედ დრამწრეში, აგრეთვე ნაძალადევის მუშათა თეატრში (1909-1917), ბათუმის (1917), ქუთაისის (1917-1918, 1924-1926, 1929-1930), რუსთაველის (1921-1923), ბორჯომის დრამწრეში რეჟისორად და მსახიობად (1923-1924), თბილისის წითელ (1927-1928), სოხუმის (1928-1929), ფოთის (1931-1932), ბაქოს ქართულ (1932-1933), თელავის (1923-1934), მუსკომედიის (1936-1964)თეატრებში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ბარონესა შტრინგერი (ნ. შიუკაშვილის "სულელი"), ფოფოდია(შ. დადიანის "გუშინდელნი"), ისახარი, მაიკო და რუქაია(ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"), მამიდა, ტიგრანა(რ. რამიშვილის "სტუმარ-მასპინძლობა", "შეშლილნი"), ჯადო ქალი(შ. შარაშიძის "ავგაროზი"), ხანუმა, კატინა და ლიზა(ავქ. ცაგარელის "ხანუმა", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ედვიგა(ჰაუპტმანის "ჰანელე") და სხვ. ე. ციმაკურიძე ხშირად დგამდა წარმოდგენებს კლუბებში: განხორციელებული აქვს სხვადასხვა ჟანრის პიესები, მათ შორის აღსანიშნავია: შიუკაშვილის "სულელი", "სიმახინჯე", "ციცინათელა", ი. გედევანიშვილის "გამცემი", ტრ. რამიშვილის "სტუმარ-მასპინძლობა", "შეშლილნი" და სხვ. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1993.- გვ.45 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |