შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლამარა გეგეჭკორი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია 1956 წელს. 1967 წელს მისი ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა უცხოურ ენებზე ზეპირმეტყველების ლაბორატორია, რომელიც 1982 წელს გადაკეთდა უცხოური ენების ინტენსიური სწავლების რესპუბლიკურ ცენტრად. 1988 წლიდან ლამარა გეგეჭკორი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ენის კათედრის გამგე. მას დამუშავებული აქვს უცხოური ენების ინტენსიური სწავლების ახალი მეთოდური სისტემა, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა საზღვარგარეთის ქვეყნებში. ფრანგულიდან თარგმნა ჰ. ფოგტის "ქართული ენის ფონემატური სტრუქტურა" (1975). პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1980). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.573 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |