The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ გრიგოლია

ანზორ გრიგოლია
დაბადების თარიღი:5 მარტი, 1934  (91 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ინჟინერთა ინსტიტუტის მშენებლობის ფაკულტეტი 1959 წელს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1981 წელს.

1959-1965წწ. მუშაობდა რუსეთში, სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროში; იყო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1965-1968წწ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის ფოთის სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1968-1979წწ. იყო საქართველოს მშენებლობისა და სახელმწიფო ბანკების ფოთის განყოფილების მმართველი; 1979-1980წწ. ხობის საკოლმეურნეობათაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე; 1980-1983წწ. იყო ფოთის გემთმშენებელი ქარხნის დირექტორის მოადგილე მშენებლობისა და კადრების დარგში; 1983-1995წწ. სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" მმართველის მოადგილე; მონაწილეობდა სასტუმრო "ივერიის" (ქობულეთში), შავღელისა და პირველი მაისის დასახლებების, აგურის კომბინატის (ხობის რაიონში), რკინაბეტონის ქარხნის (აბაშის რაიონის სოფ. ქოლობანში), მდინარე ყვირილას სათავე ნაგებობის, მდინარე ცხენისწყლის ნაპირგამაგრების სამუშაოების (ცაგერის რაიონში), კინოთეატრის (ფოთში) და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.169


გააზიარე: