The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოდერძი გუნცაძე

გოდერძი გუნცაძე
დაბადების თარიღი:26 ნოემბერი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ახალი ათონი, აფხაზეთი.

დაამთავრა ვორონეჟის სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტი 1972 წელს.

მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სამონტაჟო და სპეციალური სამუშაოების მთავარი სამმართველოს ("საქმთავარმონტაჟსპეცმშენის") ქუთაისის სამონტაჟო სამმართველო "ლითონკონსტრუქციის" სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად, შპს "ფოლადმონტაჟის" დირექტორად; მისი უშუალო მონაწილეობით დამონტაჟდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა, ზუგდიდის ფაიფურის, ქუთაისის საავტომობილო და მცირეგაბარიტიანი ტრაქტორების ქარხნები, გაგრის ბალნეოლოგიური კლინიკა, დასასვენებელი სახლების კომპლექსი გაგრასა და მიუსერაში, სახლსაშენი კომბინატები სოხუმსა და ბზიფში, სუფსის ნავთობსადენის ზესტაფონის სადგური, ფოთის ტელეანძა და ტერმინალი, შორაპნის ელემენტების ქარხანა და სხვა

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.173

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: