შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე გურგენაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნადარბაზევი, გორის რაიონი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1951 წელს. 1952-1974წწ. მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "თბილმეტრომშენში"; 1974-1975წწ. თბილისის სამშენებლო ტრესტ "იჟმშენის" N5 სამმართველოს მთავარ ინჟინრად, ამავე სამმართველოს უფროსად; იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N15 სამშენებლო ტრესტის N3 სამმართველოს მთავარი ინჟინერი, ამავე ტრესტის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგებისა და სარემონტო სამმართველოს უფროსი; 1975-1994წწ. მუშაობდა საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამმართველოს დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1994-2005წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ; მონაწილეობდა თბილისის მეტროპოლიტენის, ფიზიკის ინსტიტუტის კოსმიური სხივების შემსწავლელი ლაბორატორიის (ბაკურიან-ცხრაწყაროზე), საცხოვრებელი სახლების (მეტრომშენის დასახლებაში, დიღმის მასივის I-II კვარტალებში), საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს N4 სამმართველოს რიგი ობიექტებისა და სხვა ნაგებობების მშენებლობაში; იყო არაერთი ჯილდოს მფლობელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.174 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |