შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ გურგენაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით 1972 წელს. 1983-1989წწ. ხელმძღვანელობდა ფოთის ელექტრომანქანური გამაძლიერებლების ქარხნის კაპიტალური მშენებლობის განყოფილებას, სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქელექტრომონტაჟრემმშენის" ფოთის უბანსა და სამმართველოს; 1989-1992წწ. იყო ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; 1992-1994წწ. მუშაობდა იმავე აღმასკომის კომუნალური მეურნეობის უფროსის მოადგილედ; 1994-1996წწ. ფოთის მერიის სამეურნეო და ქალაქის საგადასახადო სამსახურის უფროსად; 1996-2003წწ. ფოთის მერის პირველი მოადგილედ; 2005-2007წწ. მუშაობდა შპს "ფოთიავტოტრანსავტოს" დირექტორად; 2010 წელს სათავეში ჩაუდგა შპს "ფოთიინტერავტოტრანსს"; ხელმძღვანელობდა ფოთის ელექტრომექანიკური და გემთმშენებელი ქარხნების, ქარხანა "ფოთიელექტროაპარატის", ბათუმის ელექტრომექანიკური და ტრანსფორმატორების ქარხნების, ხონის ქარხანა "პოლიმერკონტეინერის", სსრკ ელექტროტექნიკური მრეწველობის სამინისტროს ბიჭვინთის დასასვენებელი კომპლექსის სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოებს, ფოთის საზღვაო ვაჭშრობის სამმართველოს, ადმინისტრაციული შენობისა და წყალსათხილამურო კომპლექსის, ქალაქის მაღლივი საცხოვრებელი კორპუსების, სამრეწველო და სავაჭრო ობიექტების მშენებლობას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.174-175 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |