შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ გურგენიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1947 წელს. მუშაობდა საქართველოს წყალთა მეურნეობის სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტ "საქწყალპროექტში" ინჟინრად, სიონის წყალსაცავის ხელოვნური ნაგებობების პროექტირების ჯგუფის ხელმძღვანელად; საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორად; 1960 წლიდან საქართველოს წყალთა მეურნეობის მინისტრის მოადგილედ; 1963 წლიდან კი მინისტრის პირველ მოადგილედ; კურირებდა წყალსამეურნეო ობიექტების მშენებლობას საქართველოში; 1978 წელს დაინიშნა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ; გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში მუშაობდა მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტის მექანიზაციისა და ტრანსპორტის სამმართველოს უფროსის მოადგილედ. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.175; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.285 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |