შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი გაგუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბუკნარი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის წითელ თეატრთან არსებული სტუდია 1924 წელს და მოსკოვის ა. ზავადსკის თეატრალური სტუდია 1928 წელს. სხვადასხვა წლებში მუშაობდა: თბილისის წითელ (შემდგომში მუშათა, 1924-1927), სოხუმის (1928-1929), ქუთაისის (1930-1931, 1935-1937), მარჯანიშვილის (1931-1932), რადიოკომიტეტში დიქტორად და რეჟისორად (1932-1933), ბაქოს ქართულ (1933-1934), ქუთაისის წითელი არმიის (1934-1935), რუსთაველის (1937-1961) თეატრებში. 1946-1947 წლებში ხელმძღვანელობდა ბორჯომის თეატრს, შემდგომში მუშაობდა ცხინვალის თეატრის რეჟისორად. დ. გაგუა წლების მანძილზე იყო საზოგადოება "ცოდნის" წევრი და კითხულობდა ლექციებს თეატრალური ხელოვნების საკითხებზე: "ყოფაქცევა და მეტყველების კულტურა", "მხატვრული კითხვის საკითხები" და სხვ. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ქუთაისის თეატრში - (შილერის "ყაჩაღები"); სოხუმის თეატრში - სიმონა (ეგ. ნინოშვილის "ჯანყი გურიაში"); მარჯანიშვილის თეატრში - წამყვანი (ნ. პოგოდინის "ფოლადის პოემა"), პროფესორი (ი. მიკიტენკოს "აანთეთ ვარსკვლავები"), სევასტი (პ. კაკაბაძის "ყვარყარე თუთაბერი"), ჭაღარა, კახა, გულბათი (კ. კალაძის "კაკალ გულში", "როგორ', "ხატიჯე"); რუსთაველის თეატრში-ანდუყაფარ ორბელიანი, თავადი (ს. შანშიაშვილის "არსენა", "კრწანისის გმირები"), დათიელა (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), სენატორი (შექსპირის "ოტელო"), ყარა-უსუფი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), შილინი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ამბაკო (გრ. ბერძენიშვილის "ტირიფის ქვეშ"), პროფესორი, ვარლამი (გ. ქელბაქიანის "გამოცდები" და "ახალგაზრდა მასწავლებელი") და სხვ. დ. გაგუას რეჟისორობით განხორციელდა შემდეგი სპექტაკლები: ბორჯომის თეატრში - ს. მთვარაძის "სახსოვარი, აკ. წერეთლის "ბაში-აჩუკი", ეგ. ნინოშვილის" ქრისტინე"; ცხინვალის თეატრში - პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი" და სხვ. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1993.- გვ.58-59 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |