შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქემალ დადალ-იფა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე. დაამთავრა ხარკოვის სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტი 1957 წელს. მუშაობა დაიწყო "მთავარხარკოვმშენის" N3 სამშენებლო სამმართველოში ტექნიკური განყოფილების ინჟინრად; შემდეგ იყო განყოფილების გამგის მოადგილე, განყოფილების უფროსი, 1962 წელს ამავე სამმართველოში დაინიშნა მთავარ ინჟინრად; 1963 წელს საცხოვრებლად გადმოვიდა ქ. სოხუმში და ათი წლის განმავლობაში, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის სოხუმის სამშენებლო სამმართველოს ხელმძღვანელობდა; 1973 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის მმართველად, სადაც სრულად გამოავლინა პროფესიონალიზმი და ორგანიზატორული უნარი; მისი ხელმძღვანელობით აშენდა ისეთი გამორჩეული ობიექტები როგორებიცაა: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციული შენობა, რკინაბეტონის ნაკეთობათა კომბინატი, რესპუბლიკური მნიშვნელობის ავტოსატრანსპორტო გაერთიანების სპეციალიზებული საწარმო, არაერთი სანატორიუმი და დასასვენებელი სახლი, საცხოვრებელი სახლების მასივი ქ. სოხუმის ახალ კვარტალში, კინოთეატრები და საზოგადოებრივი დანიშნულების სხვა ობიექტები, ნაპირსამაგრი ნაგებობები შავი ზღვის სანაპიროზე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.180 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |