The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნატალია ყავრიშვილი

დაბადების თარიღი:7 ოქტომბერი, 1926
გარდაცვ. თარიღი:1995  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელნწიფო კონსერვატორია 1949 წელს.

1962-1988წწ. საქართველოს სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი. 1949 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის უმაღლესი კატეგორიის სოლისტი. პედაგოგიურ მუშაობას იგი წარმატებით უთავსებდა საშემსრულებლო მოღვაწეობასაც. სხვადასხვა ქალაქებში მრავალფეროვანი რეპერტუარით სისტემატურად მართავდა სოლო კონცერტებს. აგრეთვე უკრავდა სახელმწიფო ფილარმონიის ორკესტრში ა. გაუკის, გ. აზაიფარაშვილის, ს. კილაძის, ჯ. გოკიელის დირიჟორობით. ზოგიერთი მისი კონცერტის ჩანაწერი რადიოს ფონდშია შესული. მის საშემსრულებლო რეპერტუარში იყო: ი. ს. ბახი, ლ. ბეთჰოვენი, ვ. ა. მოცარტი, ს. სკრიაბინი, კ. სენ-სანსი, ჯ. ენესკუ, მ. რაველი, ფ. შოპენი, ო. თაქთაქიშვილი და სხვა. იყო პედაგოგ-კონსულტანტი ბათუმის, თელავისა და სიღნაღის მუსიკალურ სასწავლებლებში. დოცენტი (1989). 

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.51

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: