The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გახარია

გიორგი გახარია
დაბადების თარიღი:19 მარტი, 1975  (49 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის  ფაკულტეტი 1994 წელს; 1994-2000წწ. - მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტოლოგიის ფაკულტეტი - პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი; 2002-2004წწ. - მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უმაღლესი ბიზნეს სკოლა - ბიზნესის მართვის მაგისტრი (MBA).

2004 წლის მაისი - 2008 წლის ნოემბერი  –  SFK Group - გენერალური დირექტორი; 2006 წლის სექტემბერი -2009 წლის მაისი – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი; 2008 წლის ნოემბერი - 2013 წლის თებერვალი – Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში; 2013 წლის მარტი - 2016 წლის ივლისი  –  საქართველოს ბიზნესომბუდსმენი; 2014 წლის დეკემბერი - 2016 წლის სექტემბერი  – ეკონომიკური საბჭოს მდივანი; 2016 წლის 27 ნოემბერი - 2017 წლის 13 ნოემბერი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე - საქართველოს ვიცე-პრემიერი; 2019 წლის აპრილიდან 2019 წლის სექტემბრამდე იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი; 2019 წლის 8 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე  ნდობა გამოუცხადა; 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" პარტიული სიის პირველი ნომერი (და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი) იყო; არჩევნების შედეგებით, გახდა საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"; 24 დეკემბერს პარლამენტმა გახარიას მთავრობას ნდობა გამოუცხადა. 2020 წლის 11 დეკემბრიდან 2020 წლის 29 დეკემბრამდე იყო პარლამენტის წევრი; 2021 წლის 18 თებერვალს განაცხადა თანამდებობის დატოვების შესახებ.

წყარო: საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდი: gov.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პარტია "საქართველოსთვის", დამფუძნებელი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-2020)

გააზიარე: