Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბიძინა წულაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა წინამძღვრიანთ კარის სასოფლო-სამეურნეო სკოლა 1913 წლს. სწავლობდა ჯერ იალტის, შემდეგ თბილისის სასოფლო ინსტიტუტებში. 1920-1923წწ. კონსერვატორის ვოკალური ფაკულტეტის სტუდენტი იყო. მუშაობდა თბილისის სკოლებში სიმღერის მასწავლებლად. ათი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა მოსწავლეთა სასახლის გუნდს. მის აღზრდილთა შორის არიან მომავალში ქართული ვოკალური სკოლის უთვალსაჩინოესი წარმომადგენლები: მ. ნაკაშიძე, დ. გამრეკელი. სცენაზე პირველად მოწაფეობის დროს, ზუბალაშვილების სახალხო სახლის წარმოდგენაში გამოვიდა, სადაც 1921 წელს იმუშავა. 1923 წელს წითელ თეატრში გადავიდა. 1924-1926წწ. სწავლობდა რუსთაველის თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში. 1926-1948წწ. ამავე თეატრის მსახიობი იყო. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: დათიელა, კარლო ყაყუტაძე (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან", "გუშინდელნი"), თედორე (ალ. მაშაშვილის "განგაში"), სიდორი (ნ. შიუკაშვილის "სულელი"), მიტროხინი (ალ. შანშიაშვილის "არსენა"), ჯურხა (ს. მთვარიძის "მთაგრეხილზე"), გენერალი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ერემიჩი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა") და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.60 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |