შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ აბრამიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი იტრია, ხაშურის რაიონი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1939 წელს. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში: ბიბლიოთეკარად (1934-1937), ისტორიის განყოფილების უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, ნუმიზმატიკის განყოფილების უფროს მეცნიერ-თანამშრომლად (1958-1996). თ. აბრამიშვილი ნაყოფიერად მუშაობდა საქართველოს ფარგლებში აღმოჩენილი ბიზანტიური სამონეტო განძების შესწავლის თვალსაზრისით, სისტემატიურად და აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა არქეოლოგიური ექსპედიციების მუშაობაში (მცხეთის, ძველ-ანაგის, კოხოთოს, ურბნისის), ასრულებდა დიდი მოცულობის საფონდო-სამუზეუმო სამუშაოს, იყო სამი ფონდის ("ძველი ერანის მონეტები", "ბიზანტიური მონეტები" და "განძების ფონდი") მცველი. გამოქვეყნებული აქვს 32 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 5 მონოგრაფია. ისტორიის მეცნიერებათა კანდიტატი, ნუმიზმატიკოსი. სადისერტაციო თემა- "XIII- XIVსს. დასავლურ-ქართული ფული (კირმანეული)". წყარო: ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი.- თბ., 2009.- გვ.5 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |