შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ დანელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს გიმნაზია, ხოლო შემდეგ - მოსკოვის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სახალინის რკინიგზის, შემდგომ კი მოსკოვის მეტროპოლიტენის სადგურ "ჩისტიე პრუდის" (ამჟამად "კიროვსკაია") მშენებლობაზე; იყო შახტის უფროსი, მეტროსადგურ "ბაუმანსკაიას" მშენებლობაზე, რომელიც ძალიან რთულ პირობებში მიმდინარეობდა; მეორე მსოფლიო ომის დროს მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის მთავრობის განსაკუთრებულად რთული დავალების შესრულებაში - საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მართვის მიწისქვეშა კვანძის კომპლექსის მშენებლობაში, რომელშიც საჭიროების შემთხვევაში უნდა განთავისებულიყო საბჭოთა კავშირის მთავრობა და უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბი; ომის შემდეგ კვლავ მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე მუშაობდა; იყო გაერთიანება "მოსმეტრომშენის" მთავარი ინჟინერი; დაჯილდოებულია დიდი სამამულო ომის ორდენითა და მრავალი საერთაშორისო ჯილდოთი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.189 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |