შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი დარჩია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1949 წელს. 1949-1950წწ. მუშაობდა თბილისის საჰაერო თავდაცვის შტაბში ინჟინერ-მშენებლად; 1995 წლიდან საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" ინჟინერ-დამპროექტებლად; 1952-1956წწ. მუშაობდა მოსკოვის სამრეწველო ნაგებობების ცენტრალურ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად;1956 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ს/კ ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1958 წლიდან - უფროს მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე; 1958 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის წყალმომარაგების კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე; 1962 წელს კონკურსის წესით აირჩიეს მისი თაოსნობით შექმნილ თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის კათედრის გამგის მოადგილედ, შემდგომ ამავე კათედრის გამგედ; 1976 წელს არჩეულ იქნა პროფესორად; არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და გამოგონების ავტორი; მათ შორის, პირველი სასწავლო სახელმძღვანელო "გათბობა და ვენტილაციის" ორტომეული; აღზრდილი ჰყავს მრავალი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და მეცნიერი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1956). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.191; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 101 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |