შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია ბუხნიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენების პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური და იტალიური ენების სპეციალისტისა და მასწავლებელის სპეციალობით 1976 წელს. 1976-1988წწ. იყო თბილისის უცხო ენების პედაგოგიური ინსტიტუტის იტალიური ენის მასწავლებელი მეორე ენების კათედრაზე; 1977-1989წწ. თბილისის სავაჭრო პალატის იტალიური ენის სპეციალისტი; 1979-1981წწ. მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების საქმეთა მთავარი კოლეგიის იტალიური ენის სპეციალისტი; 1989-1991წწ. ქართულ-იტალიური ერთობლივი წარმოება "ოდა-იტალია"– იტალიური ენის სპეციალისტი; 1991-1997წწ. ქართულ-იტალიური ერთობლივი წარმოება "კაქტუსი"–იტალიური ენის სპეციალისტი ("ხუდონი ჰესის" გენერალური პროექტის იტალიური და ინგლისური ენების თარჯიმანი და მთარგმნელი); 1997-2004წწ. სხვადასხვა კომპანიებთან კონტრაქტით მომუშავე თარჯიმანი; 1997-2010წწ. იტალიური ენის საშუალო სკოლა "ცისკარი"- იტალიური ენის მასწავლებელი; 1981-1989 წლებში აქვეყნებდა სტატიებსა და თარგმანებს ქართული პრესის ფურცლებზე: "ახალგაზრდა კომუნისტი", "ლელო", "ლიტერატურული საქართველო", «Вечерний Тбилиси» და ა.შ., მათ შორის ჯორჯო ვაზარის "გამოჩენილ იტალიელ მხატვართა, მოქანდაკეთა და არქიტექტორთა ცხოვრებანი", მწერალ ედიშერ გიორგაძესთან თანაავტორობით. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |