The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ხუბულავა

ნინო ხუბულავა
დაბადების თარიღი:29 ოქტომბერი, 1917
გარდაცვ. თარიღი:27 მაისი, 1935  (17 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მფრინავი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ეკი, სენაკის მუნიციპალიტეტი.

სწავლობდა თბილისის კამოს სახელობის საფაბრიკო-საქარხნო სკოლაში 1930-1932 წლებში, შემდგომ იქვე დაიწყო მუშაობა. 1932 წელს ჩაირიცხა პატაისკის მფრინავთა კურსებზე. 1934 წელს დაამთავრა თბილისის აეროკლუბთან შექმნილი საფრენოსნო სკოლა.

იგი საავიაციო საქმის პროპაგანდის მიზნით მამაკაც მფრინავ ჯგუფთან ერთად აწყობდა გადაფრენებს საქართველოს რაიონებსა და სოფლებში, გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტით" პროპაგანდას უწევდა საფრენოსნო საქმეს, რის შედეგად გაზეთის მკითხველთა შემოწირულებით ააგეს თვითმფრინავები "ზესტაფონი", "სამრეწველო კოოპერაცია", "რაბისი". 1980 წელს ქ. ცხაკაიაში, მე-7 საშუალო სკოლის ეზოში, დაიდგა ხუბულავას ბიუსტი (ავტორები: რ. რუხაძე, გ. დრონოვი და დ. თევდორაძე). პირველი ქართველი მფრინავი ქალი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.512; facebook.com


გააზიარე: