შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ახმედ ნოღაიდელი![]()
ბიოგრაფია1927 წლიდან დაიწყო საგუნდო დირიჟორობა. პირველად თავის სოფელ ჭახათში ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი; კონცერტები იმართებოდა როგორც სოფლად, ისე ქობულეთშიც. მწვანე კონცხზე აჭარის სუბტროპიკული ტექნიკუმის მოსწავლეებს სიმღერები შეასწავლა. ცდილობდა სოფლებში ემუშავა: თავდადებით იღვაწა კობალაურში, ტყეკამარავში, ვარჯანაულში, ქაქუთში, კვირიკეში და სხვა მრავალ სოფელში. მისი მრავალფეროვანი სასიმღერო რეპერტუარიდან საინტერესოა: "სიმღერა გმირ ჯინჭარაძეზე", "მხარი მხარს მივცეთ, ბიჭებო", "საკოლმეურნეო", "მას შემდეგ, რაც გაგიცანი", "სიმღერა ლენინზე" და სხვა. მრავალი ძველი ხალხური სიმღერა კომპოზიტორებმა გრიგოლ კოკელაძემ, ალექსანდრე ფარცხალაძემ, მიხეილ ჩირინაშვილმა ნოტებზე მისგან გადაიღეს. ბ. კაკულაძე, უ. ვერულიძე, მ. ლომთათიძე, ალ. ანანიძე და სხვები მადლობით იხსენებდნენ კეთილ მასწავლებელს. ხანდაზმულობის მიუხედავად, იგი კვლავ ჩვეული ენერგიით განაგრძობდა მუშაობას. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.166 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |