The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე პაპიაშვილი

დაბადების თარიღი:1883
გარდაცვ. თარიღი:1952  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ჩრდილოეთ კავკასია.

დაამთავრა არდონის სასულიერო სემინარია.

ბავშობიდანვე საეკლესიო გუნდში მღეროდა. დროდადრო, როგორც ნიჭიერი მოწაფე, ცვლიდა ლოტბარს. წირვა-ლოცვის დროს საეკლესიო საგალობლებს უნარიანად უძღვებოდა. ნოტები შეისწავლა, სოლფეჯიოს დაეუფლა. მოსკოვში გაემგზავრა სალოტბარო კვალიფიკაციის ასამაღლებლად. იგი სინოდის კაპელაში მოეწყო მომღერლად. სწრაფად ითვისებდა ყოველგვარ ძნელ საგალობელს; კაპელაში არსებულ კურსებზე ერთ-ერთ საუკეთესო მოწაფედ ითვლებოდა. იმდენად დახელოვნდა, რომ თანდათან მას უკვე კაპელის გაძღოლას ანდობდნენ, რაშიც დახვეწილი გემოვნება ეხმარებოდა. კაპელის მთავარი ლოტბარი მას მომღერალთა წვრთნასაც ანდობდა; და იგი ხალისით ასწავლიდა ახალბედა მომღერლებს სოლფეჯიოს, მათთან ერთად ხვეწდა ახალ სიმღერებს. 1917 წელს გაემგზავრა ჩრდილოეთ კავკასიაში. მუშაობდა ლოტბარად როგორც საეკლესიო, აგრეთვე საერო გუნდში. რატილის რეპერტუარიდან მრავალი სიმღერა შეასწავლა ნალჩიკის მომღერალთა გუნდს. მართავდა საჯარო კონცერტებს. სამხმიან სიმღერებს ოთხხმიან გუნდს ასწავლიდა, ამიტომ უხდებოდა ხალხური სიმღერების არანჟირება ოთხ ხმაში, რასაც იგი, როგორც გამოცდილი ოსტატი, თავისუფლად ახერხებდა. 1922 წლიდან გარდაცვალებამდე თბილისში მოღვაწეობდა. ასწავლიდა კონსერვატორიაში საგუნდო ოსტატობას, თანაც მუსიკალურ სკოლებსა, მუშფაკში და სასწავლებლებში ბავშვებს გადასცემდა თავის ცოდნასა და მდიდარ გამოცდილებას. რუსთაველის და შემდეგ მარჯანიშვილის სახელობის თეატრებში მსახიობებსა და მომღერალ-თანამშრომლებს სპექტაკლებსთვის წარმატებით ასწავლიდა სიმღერებს, უხსნიდა მათ საჭირო ნიუანსებს. 

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.170


გააზიარე: