შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ევგენი პოხომოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სტავროპოლის მხარე, რუსეთის ფედერაცია. დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი 1896 წელს, სანკტ-პეტერბურგის ტექნილოგიური ინსტიტუტი 1902, პარალელურად სანკტ-პეტერბურგის არქეოლოგიის ინსტიტუტი 1900 წელს. 1902-1916 წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოში, 1916-1918 წწ. ყარსი-არდაგანი-ერზრუმის რკინიგზის მშენებლობაზე, 1919 წელს დასახლდა ბაქოში და მთელი თვისი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა დაკავშირებული იყო ამ ქალაქთან და საერთოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან. მოღვაწეობდა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სადაც სხვადასხვა წლებში იყო: არქეოლოგიის და ნუმიზმატიკის განყოფილების გამგე(1922-1930), არქეოლოგიის კათედრის გამგე(1947-1953). ავტორია მონოგრაფიისა - "საქართველოს მონეტები" ( Монеты Грузии, С-П., 1910 – I ნაწ.); სამწუხაროდ, მეორე ნაწილის გამოსვლას ხელი შეუშალა პირველმა მსოფლიო ომმა, ამ ნაშრომის ორივე ნაწილი უცვლელი სახით გამოიცა 1970 წელს პროფ. დავით კაპანაძის რედაქტორობითა და კომენტარებით. მიუხედავად ზოგიერთი ნაკლისა, რაზეც მიუთითებდა აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი, ხსენებული ნაშრომი სრულად ინარჩუნებს თავის პირველხარისხოვან მნიშვნელობას. ქართული ნუმიზმატიკური მეცნიერების დიდი წარმატებების მიუხედავად, ამ წიგნის გამოსვლის შემდეგ, განსაკუთრებით ცალკეული პერიოდების ძეგლების შესწავლისა და შევსების თვალსაზრისით, მსგავსი უნივერსალური ტიპის მონოგრაფია დღემდე არ გამოქვეყნებულა. მხოლოდ ამ წიგნშია ქართული მონეტების მეცნიერული აღწერილობა თავმოყრილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია პახომოვის დამსახურება ამიერკავკასიაში აღმოჩენილი ფულადი განძების ტოპოგრაფიის შედგენის თვალსაზრისით. რუსი ნუმიზმატი, ორიენტალისტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი(1945), ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი(1945). ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი.- თბ., 2009.- გვ.129-130; ვიკიპედია- თავისუფალი ენციკლოპედია: wikipedia.org/wiki ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |