შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ქებულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1955 წელს. 1959 წლიდან მუშაობას იწყებს აკად. ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის განყოფილებაში. 1956 წლიდან მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. რ. ქებულაძის ნაშრომში "ევროპული მონეტების მიმოქცევა საქართველოში XV-XVIII სს-ში", პირველად ქართულ ისტორიოგრაფიაში მეცნიერულად შესწავლილი და აღწერილია საქართველოში აღმოჩენილი ევროპული მონეტები, როგორც განძი, ასევე ცალკეულად ნაპოვნი ცალები(ვენეციური და ჰოლანდიური ოქროს მონეტები, XVI-XVII სს. სხვადასხვა ქვეყნის ტალერული მონეტები, პოლონეთ-ლიტვის სამეფოსა და ბრანდერბურგის პრუსიის სახელმწიფოს XVII ს-ის ორტები და პოლტორაკები და სხვ.). დადგენილია საქართველოში მათი შემოსვლის გზები და მიზეზები, გაშუქებულია საქართველო-ევროპის ურთიერთობის ასპექტები ნუმიზმატიკურ მასალზე დაყდნობით, ისტორიული წყაროებისა და სათანადო ლიტერატურის მოშველიების გზით. ნუმიზმატი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიტატი. სადისერტაციო თემა - "ევროპული მონეტების მიმოქცევა საქართველოში XV-XVIII სს-ში", დაიცვა 1966 წელს. წყარო: ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი.- თბ., 2009.- გვ.164-165 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |