შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეონიდე ფაჩულია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მენჯი, სენაკის რაიონი. დაამთავრა ფოთის საშუალო სკოლა, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1958 წელს. 1949 წელს ჩარიცხეს ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედში საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე. ლოტბარობა ჯერ კოდევ სკოლის კედლებში სცადა. მუშაობდა გუნდის ხელმძღვანელად. შემდეგ, მცირე ხანს, ფოთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის დირიჟორი იყო. კონსერვატორიაში სწავლის დროს თბილისის საფინანსო-საკრედიტო ტექნიკუმისა და ლითოგრაფიული კომბინატის მომღერალთა გუნდების ლოტბარად მუშაობდა. კონსერვატორიის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში დირიჟორ-პედაგოგად. მუშაობდა სხვადასხვა წარმოება-დაწესებულებების (ქუთაისის ადგილობრივი მრეწველობის, ტროლეიბუსების სამმართველოს, და მასწავლებელთა სახლის, საავტომობილო ქარხნის, მე-8 სამკერვალო ფაბრიკის) სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების ხელმძღვანელად. მუშაობდა აბრეშუმ კომბინატის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ლოტბარად. არც ქუთაისის სახალხო ოპერა დარჩენია უყურადღებოდ; სახალხო ოპერის ჩამოყალიბებიდანვე 1959 წლიდან ქორმაისტერად იქნა მიწვეული და დიდი მონდომებით შეასწავლა "დაისისა" და "ქეთო და კოტეს" საგუნდო ნომრები სპექტაკლებში მონაწილე ენთუზიასტ მომღერლებს. რესპუბლიკურმა და ადგილობრივმა გაზეთებმა დადებითად შეაფასეს საგუნდო ნომრების შესრულების მაღალი დონე, რაც მისი სალოტბარო ოსტატობის ნათელი დადასტურებაა. ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.189
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |