The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მედეა წოწელია

მედეა წოწელია
დაბადების თარიღი:1948  (77 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური ენის სპეციალობით 1971 წელს; თბილისის სამხატვრო აკადემია ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით 1972 წელს. 

1972-1975 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტი, სტაჟირება გაიარა სანკტ-პეტერბურგის  ერმიტაჟის აღმოსავლეთის ხალხთა ხლოვნების განყოფილებაში. 1976 წლიდან არის აკად. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის განყოფილების თანამშრომელი. მ. წოწოლიას კვლევის საგანს წარმოადგენს საქართველოს და სასანიანთა ირანს შორის არსებული ურთიერთობა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სასანური წარმოშობის ნუმიზმატიკური, ტორევტიკული და გლიპტიკური მასალის შესწავლა. მას გამოქვეყნებული აქვს 37 სტატია და რამდენიმე მონოგრაფია. ის არის ჟურნალ "საქართველოს ეროვნული მუზეუმის" პასუხისმგებელი მდივანი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ნუმიზმატი.

სადისერტაციო თემა - "აღმოსავლეთ საქართველო III-IV სს. და მისი ურთიერთობა სასანიანთა ირანთან (მატერიალური კულტურის ძეგლების მიხედვით), დაიცვა 1975 წელს.

წყარო: ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი.- თბ., 2009.- გვ.178-179

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: