The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ დოღონაძე

ზურაბ დოღონაძე
დაბადების თარიღი:29 დეკემბერი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქუთაისის ფილიალის საღამოს სწავლების სატრანსპორტო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1969 წელს.

1962-1964წწ. სწავლის პარალელურად მუშაობდა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში; 1964-1966წწ. წყალტუბოს საკოლმეურნეობათაშორისო სამშენებლო ორგანიზაციაში; 1966-1970წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის N3 სამშენებლო სამმართველოში ბრიგადირად, მშენებელ ოსტატად; 1970 წლიდან გადავიდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს სისტემაში, ტყიბულის N22 საგზაო-საექსპლუატაციო უბანზე ჯერ მშენებელ ოსტატად, უბნის ინჟინრად, შემდგომ ქუთაისის N12 საგზაო-სამშენებლო სამმართველოში უფროს ინჟინრად; 1977 წლიდან ამავე სამმართველოს საგეგმო-საწარმოო განყოფილების უფროსი და მთავარი ინჟინერი იყო.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.206

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მეგზევეთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მეგზევე

გააზიარე: